"საქართველო პოზიტიურ ისტორიას ყვება“,- ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის წარმომადგენელი რუსეთსა და დსთ-ის ქვეყბევში ელენა ელისეინკო აცხადებს.
"საქართველო უკვე შესამჩნევია გლობალურ ინვესტორებს შორის. მისი მთავარი გამოწვევაც დღეს ესაა. აქ დიდი ხანია ვმუშაობთ და რამდენიმე კომპანიას ვანიჭებთ რეიტინგს, მათ შორის ხდება ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის მინიჭებაც, რონელიც დღეს BB მინუსის დონეზეა. ვფიქრობთ, საქართველო პოზიტიურ ისტორიას ყვება. რეიტინგი სტაბილურია. ვპროგნოზირებთ, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზრდება, მომდევნო წელს კი მშპ-ს ზრდა 4.7%-მდე დაჩქარდება",-ამბობს ელისეინკო.