მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა" 2022 წელს ევროობლიგაციების რეფინანსირებას განიხილავს

5b5741ee57a4f
დავით ჯალაღონია
24.07.18 20:30
944

"საქართველოს რკინიგზა" ობლიგაციებს სავარაუდოდ, რეფინანსირებით გადაფარავს. ამის შესახებ BM.GE-ს "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიულ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.

"ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან 2022 წლამდე კიდევ დავაკვირდებით, მაგრამ დიდი ალბათობით, ჩვენ ალბათ, რეფინანსირების კუთხით წავალთ, რაც დადგენილი, ჩვეულებრივი პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში. ჩვენს შემთხვევაში დღეს წარმატებით ივაჭრება ობლიგაციები. კუპონის ღირებულება დღეს 7.775%-ია, თუმცა 6.2%-ად ივაჭრება და ეს პროცენტული განაკვეთი ჩვენთვის მისაღებია. ეს ფული, ასეთ პროცენტში შეუძლებელია, ქართულ ბაზარზე მოიპოვო", - განმარტა საღირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს რკინიგზას" ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრობონდები აქვს განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები