მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა": მოდერნიზაციის პროექტის 84% დასრულებულია

5b57413099b0e
დავით ჯალაღონია
24.07.18 19:28
906
"საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოები დაგეგმილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, პროექტის თანახმად, 8 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქვიშხეთს ზვარესთან აკავშირებს, უკვე დასრულდა და ახლა დანარჩენი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

„ეს პროექტი გახლავთ საწინდარი იმისა, რომ რკინიგზა გაცილებით კონკურენტუნარიანი იყოს. ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, ვინაიდან რკინიგზის გამტარუნარიანობა დღეს გახლავთ შეზღუდული - 27.6 მლნ ტონა წელიწადში. თუ გვინდა, რომ კონკურენტული რკინიგზა ვიყოთ და პორტებიც სრული დატვირთვით ამუშავდეს, საჭიროა ამ მაჩვენებლის გაზრდა, რისი ერთადერთი ტექნიკური გამოსავალი და გადაწყვეტილება სწორედ მოდერნიზაციის პროექტი გახლავთ, რომლის 84% უკვე შესრულებულია“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მისივე განმარტებით, მოდერნიზაციის პროექტის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ-დან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება, საოპერაციო ხარჯები კი მნიშვნელოვნად შემცირდება.

„საქართველოს რკინიგზას“ მოდერნიზაციის პროექტი 260 მლნ შვეიცარული ფრანკი უჯდება და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

ეს არის ასწლეულის პროექტი, რაც გულისხმობს ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები