მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

""საქართველოს რკინიგზის" ძირეული რეფორმა აუცილებელია"

5bf6b0af53fd0
მაია ბიწაძე
22.11.18 17:33
915
პაატა ცაგარეიშვილი მთავრობას "საქართველოს რკინიგზის" ევროპული მოდელით რეფორმირებას ურჩევს. "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი და HUB Georgia-ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი "საქართველოს რკინიგზის" ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და მთავრობას რკინიგზის რეფორმის ევროპული მოდელის განხორციელებას ურჩევს.

მისი განმარტებით, დღეს საქართველოს რკინიგზაზე რეფორმირების აცილებლობა განაპირობებულია: 1.მომსახურების დაბალი ხარისხით, 2. ტექნიკური ჩამორჩენილობით, 3. მაღალი ცვეთით, 4. საბაზრო პირობებზე მიუსადაგებლობით.

მსოფლიოში არსებობს რეფორმირების ორი მოდელი - ამერიკული და ევროპული. განსხვავება: ევროპული - ინფრასტრუქტურა (სარკინიგზო ქსელი) რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო გადაზიდვები გადადის კონკურენტულ გარემოში. ამერიკული - როცა, როგორც ინფრასტრუქტურა (სარკინიგზო ქსელი), ასევე გადაზიდვები განკერძოებულია.

ორივე მოდელს ახასიათებს დადებითი და უარყოფითი თავისებურება, ამერიკულის დადებითი თავისებურებაა, კერძო ინფრასტრუქტურაში, ინვესტიციების განთავსების მაღალი სტიმული, უარყოფითი - მონოპოლიზაციის მაღალი დონე და კონკურენციის შეზღუდვა.


"ამერიკული მოდელი, ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია, მითუმეტეს, არსებობს გამოცდილება, მაგალითად, ესტონეთში: როცა ისინი ამერიკული მოდელით წავიდნენ, (იგულისხმება ლიანდაგი და გადაზიდვები ორივე კერძო საკუთრებაში გადავიდა), ამან უკუეფექტი იქონია. ბუნებრივია იქ რუსეთმაც მოახდინა ზეგავლენა, მაგრამ, უფრო მიმზიდველია ლიანდაგი დაიტოვოს სახელმწიფომ და გადაზიდვები კონკურენტულ სექტორში გადავიდეს. ვფიქრობ, ეს მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული ნავსადგურებშიც. უბრალოდ, სახელმწიფოს დასჭირდება სესხი აღება, როგორც ეს საავტომობილო გზების მშენებლობისთვის ხდება, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა (ლიანდაგი). კიდევ ერთი, ევროპული მოდელი ამართლებს იმ ქვეყნებში, სადაც სატრანზიტო გადაზიდვების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია, ანუ საქართველოზე არის მორგებული" - აცხადებს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, ევროპული მოდელის დადებით თავისებურებას წარმოადგენს, კონკურენციის მაღალი დონე, ხოლო უარყოფითს - სახელმწიფოს ხელში არსებულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განთავსების ნაკლებობა.

საქართველოს რეალობისათვის, პრივატიზების შემთხვევში, როდესაც ადვილად შესაძლებელია, სარკინიგზო ქსელს ჩრდილოელი მეზობელი დაეუფლოს, მორგებულია ევროპული მოდელით რეფორმირების განხორციელება. ამ შემთხვევაში სარკინიგზო ქსელი მუდმივად სახელმწიფოს ხელშია, ხოლო ოპერაციები, ანუ გადაზიდვები გადავა კონკურენტულ გარემოში.

"ინფრასტრქუქტურის განკერძოება არაფრით არ შეიძლება, პირველ რიგში პოლიტიკური თვალსაზრისით. განკერძოების შემთხვევაში, ირიბად ან პირდაპირ ინფრასტრუქტურას დაეუფლება რუსეთი. სადღეისოდ ფლობს რა სომხეთის და აფხაზეთის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდების პირობებში, სატრანსპორტო "მარყუჟის" ამოქმედებით, მას რეალურად შეექმნება მძლავრი ბერკეტი, რომ ზეგავლენა (ზეწოლა) განახორციელოს ეკონომიკის სხვა დარგებზე, რითაც შექმნის წინაპირობას, თავის მხარეს შემოატრიალოს ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი", - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები