მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებები შედის

5ae06a4bdcf2f
მეგი კავთუაშვილი
25.04.18 15:44
1745
ტყის კოდექსს ახალი ნორმა ემატება - "საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა“. დღეს არსებული რეგულაციით, ტყის აღრიცხვა მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხდება, რაც არ მოიცავს ტყით დაფარულ სხვა ფართობებს. ხოლო მართვის ორგანოებს სხვა ფართობებზე აღრიცხვის უფლება არ აქვთ.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ტყის ეროვნული აღრიცხვის ანგარიში სახელმწიფოს მაღალი დონის პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის სჭირდება.

„საქართველოში ეროვნული ინვენტარიზაციის განხორციელება დაიწყება 2018 წელს, გერმანიის ფედერაციუილ რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით, პროგრამის - "ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.“ - ნათქვამია კანონპროექტის თანმხლებ დოკუმენტაციაში.

აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 27 აპრილს იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები