მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში აღრიცხული კიბერდანაშაული გაორმაგდა

5bc59bd0477dc
BM.GE
16.10.18 12:15
3044
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, პირველ რვა თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 613 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 111%-ით აღემატება.

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2017 წლის რვა თვეში სამართალდამცავებმა კომპიუტერული დანაშაულების 23% გახსნეს, 2018 წელს კი ეს რიცხვი 11.7%-მდე არის შემცირებული. ანუ კიბერდანაშაულის თითქმის 90% გაუხსნელი რჩება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა;
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს სხვა კატეგორიის დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რვა თვის განმავლობაში სულ 38,578 კანონდარღვვევა აღრიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით მეტია. ამასთანავე, 2017 წელს არსებული 52%-დან დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 36%-მდე არის შემცირებული. სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა ასეთია:



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები