მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დასაქმებული ექიმების რაოდენობა იზრდება

5b600bfda8631
BM.GE
31.07.18 11:12
1477
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 272 საავადმყოფო, 15,1 ათასი საწოლთა ფონდით (2016 წელს 13,8 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 5,2 დღე (2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა), ხოლო დატვირთვამ - 180,5 დღე (2016 წელს - 195,0 დღე). ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2369 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 11 493 ათასს გაუტოლდა, რაც 12,1 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 27,4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 810 ერთეულით (3 პროცენტით) აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 2,4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა და 17998 კაცი შეადგინა.

2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.

2016 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 34,7 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 14,7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები გაზრდილია 4,8 პროცენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები