საქართველოში ელეტქრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია E-Space -ს აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან გვალიამ განუცხადა. მისი განმარტებით, ზრდის ტრენდი სტაბილურია და ყოველთვიურად ელეტრომობილების ავტოპარკს 60-70 მანქანა ემატება.
კომპანია E-Space საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების ქსელს ქმნის დ ელექტრომობილების დამტენ აპარატებს ამონტაჟებს. E-Space-ის ქსელში ამჟამად უკვე 51 დამტენი სადგურია.
სულხან გვალიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში 1169 ელეტრომანქანაა, მაშინ როდესაც 2017 წლის ბოლოს მათი რიცხვი სულ 834 იყო. ავტომობილების ძირითადი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. მანქანების 95% მეორადი მოხმარებისაა.
რაც შეეხება, დამუხტვის ტრანზაქციები რაოდენობას: 2017 წელს შესრულდა 6,175 ტრანზაქცია; 2018 წლის პირველ ნახევარში კი - 9,168 ტრანზაქცია.
2017 წელს E-Space -ს ქსელში ელეტრქრომანქანებს დასამუხტად - 49,481 კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში - 66,508 კილოვატსაათი.
,, ჩვენი უახლოესი გეგმებია: ავტობანზე ხუთი სწრაფი დამტენის დამატება, დეველოპერებთან თანამშრომლობით საცხოვრებელ კორპუსებში მე-2 დონის დამტენების ინფასტრუქტურის მოწყობა, საჯარო დამტენების ქსელის გაფართოება და მომხმარებლის მიერ დასამუხტი სადგურების ქსელის გამოყენებისთვის აპლიკაციის დანერგვა“ - განუცხადა Bm.ge-ს სულხან გვალიამ.
შეგახსენებთ, რომ E-Space წელს კომპანია Helios Energy Georgia-ს 20% წილის მფლობელი გახდა. ამ კომპანიასთან ერთად მომავალ წელს იგეგმება ახალი პროექტის განხორციელება.
,, E-Space კომპანია Helios Energy Georgia-ს პარტნიორი და 20%-იანი წილის მფლობელი გახდა. Helios Energy Georgia ახორციელებს სოლარ პანელების დაყენების დაგეგმარებას და მონტაჟს. განვიხილივათ ერთობლივი პროექტის შესაძლებლობას, რომელის თანახმადაც, ელექტრომანქანისთვის დასამუხტი დენის წყაროს სოლარ პანელები გამოიმუშავებენ“ - განაცხადა სულხან გვალიამ.