მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ფულის დაბანდების მექანიზმი არ არსებობს"

5b4882ef6ffef
ელენე გოგბერაშვილი
13.07.18 14:40
1784

 ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ქობულია, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ფონდების შექმნის საჭიროებაზე საუბრობს. პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, ქობულიამ განაცხადა, რომ  საქართველოში არ არსებობს ფულის დაბანდების მექანიზმი, რათა ქვეყნამ ეკონომიკაში ინვესტიციები მოიზიდოს.

"კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია საპენსიო რეფორმასთან. იმ თანხებისთვის, რომელიც დაიზოგება, უნდა იყოს მექანიზმი გამომუშავებული, როგორ მოხდება ამის დაბანდება. კაპიტალის ბაზრის განვითარებას აქვს კიდევ სხვა მნიშვნელობა. აქაც, ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი მექანიზმი თუ როგორ შეიძლება ეკონომიკაში იყოს მოზიდული თანხები. კაპიტალის ბაზარი მეტი არაფერი არ არის ვიდრე ის, რომ შეიძლება არსებობს კომპანია ან ხალხი, რომელთაც უნდათ პირდაპირ რომ ჩადონ ფული რაღაც ბიზნესში არა ბანკის გავლით, არამედ პირდაპირ. მაგალითად, მე მოვედი და მაქვს 1000 დოლარი და მინდა ბიზნესში დავაბანდო. საქართველოში როგორ დავაბანდო? არა რის ამის მექანიზმი. მე უნდა მივიდე მაშინ და დავაბანდო ისე, რომ ვიღაცას მოველაპარაკო, ამისთვის არის შესაქმნელი ფონდები. ამის გაკეთებაა საჭირო. ეს მოგვცემს დამატებით შედეგს. ეს არ არის რევოლუცია, ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ეკონომიკის განვითარების“- აცხადებს ქობულია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები