მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ონკოლოგიური ტესტები ხელმისაწვდომი ხდება

5b76b5a6bf069
ანნა ლაპიაშვილი
17.08.18 15:43
6506
საქართველოში პერსონალიზებული პრევენციული და დიაგნოსტიკური ონკოლოგიური ტესტები ხელმისაწვდომი ხდება.

აშშ-ში, კალიფორნიაში ბაზირებულმა ონკოლოგიურ დიაგნოსტიკურმა კომპანი CellMax Life-მა ქართულ სამედიცინო ცენტრ „ციტოსთან“ კონტრაქტი გააფორმა.

CellMax გლობალური კომპანიაა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას ემსახურება.

სილიკონ ველიზე მდებარე ლაბორატორიის სამედიცინო დირექტორის მანანა კვეზერელის ინფორმაციით, ქართულ სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრევენციული და დიაგნოსტიკური ონკოლოგიური ტესტები გაიყიდება "ციტოში" და ანალიზისთვის შეერთებულ შტატებში გაიგზავნება.

CellMax მეორე ლაბორატორია ტაიპეიში მდებარეობს, რომელიც აზიის ქვეყნებს ემსახურება.

„პირველი ეტაპზე საქართველოს მოსახლეობას შევთავაზებთ კიბოს რისკის ტესტს. ეს ტესტი მოიცავს 98 გენის სექვენირებას და ინტერპრეტაციას თანდაყოლილი მუტაციებისთვის, რომელიც დაკავშირებულია კიბოს 20-ზე მეტ სახეობასთან. ეს არის ტესტი, რომელიც გამიზნულია როგორც - დაავადებული, ასევე ჯანსაღი, მაგრამ მაღალი რისკის პოპულაციისთვის. ეს ტესტი იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ნებისმიერ პრაქტიკოს ექიმს შეეძლება ამ ტესტის შეთავაზება თავისი პაციენტისთვის თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ამ ტესტის მოთხოვნა თავის ექიმთან. კიბოს რისკის ტესტი ვალიდირებულია როგორც სისხლზე, ასევე - ნერწყვზე. შეგროვებული მასალა კი გაიგზავნება სელამქსის პარტნიორ ქართულ ლაბორატორიაში რომელიც შეერთებულ შტატებში სინჯის ტრასნპორტირებას უზრუნველყოფს“, - განმარტავს კერძო ონკოლოგიურ დიაგნოსტკური კომპანიის CellMax Life-ის სამედიცინო დირექტორი მანანა კვეზერელი.

„ციტოს“ დამფუძნებლის ნათია შავდიას განმარტებით, რა ეღირება პრევენციული და დიაგნოსტიკური ონკოლოგიური ტესტები სექტემბერისთვის გაირკვევა და ამ დროიდან მსურველებს მომსახურებით სარგებლობის საშუალებაც მიეცემათ.

"ამ დროისთვის სატესტო რეჟიმია. მომავალ კვირას აშშ-ში პირველი მასალები გაიგზავნება, რის შემდეგაც პასუხების გაშიფვრა და ინტერპრეტაცია მოხდება, შესაბამისად, დავითვლით ზუსტ ხარჯებს და ვადებს რა დრო დასჭირდება ბიოლოგიური მასალის შესწავლას და მის წაკითხვას“, - განმარტავს ნათია შავდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები