კოოპერატივმა ნაბამბარმა წითელი, ტკბილი კარტოფილის პირველი სატესტო მოსავალი აიღო. როგორც ნაბამბარის წევრები ამბობენ, წითელი კარტოფილის ტესტირებამ გაამართლა. კოოპერატივმა ტკბილი კარტოფილის დათესვის პროცესი ავსტრიელ ფერმერებთან თანამშრომლობით განახორციელა. როგორც კოოპერატივში ამბობენ, მომავალ წელს ავსტრიელებთან ერთად 10 ჰექტარზე ტკბილი კარტოფილის წარმოება იგეგმება. კარტოფილთან ერთად, ნაბამბარი საშემოდგომო ხახვსაც აწარმოებს. კოოპერატივმა ტკბილი კარტოფილის მოყვანა ფერმერთა ასოციაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებით, ავსტრიაში სასწავლო მიზინით ვიზიტის დროს გადაწყვიტა.