მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველი Bitcoin ბანკომატი გაიხსნა

5aec82f9441e6
ლევან თაღიაშვილი
06.05.18 10:20
3823
საქართველოში პირველი Bitcoin ბანკომატი კომპანია TPS-მა გახსნა. მომხმარებელს კრიპტოვალუტის გადაცვლა ნაღდ ფულზე უკვე შეუძლია. ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომერი და ქვითარია საჭირო, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში კრიპტოვალუტა ეროვნულ ვალუტაში კონვერტირდება.

ჯერ-ჯერობით კომპანიას 2 ტერმინალი აქვს გახსნილი კოსტავას #71 და შ.დადიანის #12 ნომერში.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია  $448 მილიარდს შეადგენს, Bitcoin-ი 9617 დოლარი ღირს, Etherium-ი $770, Ripple-ის შეძენა კი 88 ცენტად შეგიძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები