მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველი IPHONE XS MAX 35,000 ლარად გაიყიდება

5b9a20a203128
ლევან თაღიაშვილი
13.09.18 12:32
10577

iPlus-ის მაღაზიებში პირველი iPhone Xs Max 35,000 ლარად გაიყიდება. ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში iPlus-ის გენერალურმა მენეჯერმა, კახა სეფაშვილმა განაცხადა. მისი შეძენა ქართველ მომხმარებლებს 22 სექტემბრიდან შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს Apple-მა პრეზენტაციაზე 3 ახალი სმარტფონი Xs, Xs Max და შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი Xr წარადგინა. სამივე მათგანი წყალგამძლეა და 2 მეტრის სიღრმეში 30 წუთი ძლებს. მათ განახლებული პროცესორი A12 Bionic გააჩნია, რომელიც წამში 5 ტრილიონ ოპერაციას ასრულებს და 6.9 მილიარდი ტრანზისტორისგან შედგება. Iphone Xs და Xs Max-ის მაქსიმალური მეხსიერება 512 GB იქნება რაც 200,000 ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა. სმარტფონები 2 ცალი 12MP კამერით იქნება აღჭურვილი, Smart HDR განახლებული ფუნქციით. ახალი პროცესორის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფოკუსის გასწორება უკვე გადაღებულ ფოტოზე. Xs-ის ელემენტი 30 წუთით უფრო დიდ ხანს გაძლებს, ვიდრე X-ის, Xs Max-ით კი 1.5 საათით უფრო დიდ ხანს ისარგებლებთ, ვიდრე X-ით. გარდა ამისა, მომხმარებლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ 2 სიმ-ბარათიანი სმარტფონით. iPhone Xr -ის ღირებულება $749 იქნება, მისი შეძენა 26 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, Iphone Xs- ის 999 დოლარად, Iphone Xs Max-ის შეძენა კი 1099 დოლარად 28 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები