მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში TNT-ს წარმომადგენლობას FedEx ჩაანაცვლებს

5b33a73af3482
თამუნა დემეტრაშვილი
27.06.18 19:02
4695
ივნისიდან საქართველოში TNT-ს წარმომადგენლობას FedEx ჩაანაცვლებს. ბაზარზე ის FedEx Express-ის სახელით გააგრძელებს მუშაობას. FedEx-ის მხრიდან TNT-ს შეძენის პროცესი 2 წლის წინ დაიწყო და ამ გლობალურმა შესყიდვამ გავლენა საქართველოს ბაზარზეც იქონია. როგორც გადაცემაში "საქმიანი დილა" TNT საქართველოს" დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე, სტრუქტურულად FedEx-ის წარმომადგელობა იქნება ცალკე, პარალელურად კი 1 წლის მანძილზე იარსებებს TNT-ც, შემდგეგ კი მოხდება სრულად შერწყმა, რაც იმას ნიშნავს, რომ TNT ბაზარზე აღარ იქნება.

"ბრენდი იქნება FedEx-ის, TNT კარგავს ფერსაც და ლოგოსაც მთელს მსოფლიოში", - განაცხადა მენთეშაშვილმა.

მისი თქმით, მომხმარებელი მოგებული დარჩება, რადგან ორივე კომპანიას ჰქონდა ისეთი სერვისები, რომელიც მეორეს არ გააჩნდა.

"ახლა ჩვენი მომხმარებელი პრივილეგირებული იქნება, სხვა გადამზიდავ კომპანიებთან შედარებით, იმიტომ რომ მას ექნება უფრო მრავალფეროვანი და მრავალმხრივ განვითარებული სერვისები", - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩანაცვლების პროცესი ინდივიდუალური გრაფიკით მიმდინარეობს, საქართველოში კი ეს სწორედ ივლისიდან მოხდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია FedEx-მა, TNT 5 მილიარდ ევროდ შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები