მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ტვირთბრუნვა მცირდება

5aeb26ab0232a
მაია ბიწაძე
03.05.18 19:20
1156
საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა შემცირებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში, ტვირთების მოცულობამ 8,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 3,4%-ით ჩამორჩება.

მათ შორის, 11,6%-ით არის შემცირებული საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა, რამაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3,8 მილიონი ტონა, ხოლო 2017 წლის პირველ კავრატლში 4,3 მილიონი ტონა შადგინა.

შემცირებულია საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობაც. 2018 წლის პირველ კვარტალში, რკინიგზის მიერ 2,4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, ანუ 14 %-ით ნაკლები ვიდრე 2017 წლის შესაბამის პერიოდში.

საავტომობილო ტრანსპორტის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა კი არ შეცვლილა და როგორც მიმდინარე წლის, ასევე 2017 წლის პირველ კავრტალში 6 მილიონი ტონა შადგინა.

რაც შეეხება საავიაციო ტრანსპორტს, 2018 წლის იანვარ-მარტში 4,1 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 55%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები