მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით 542 მშენებლობა დასრულდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 166 დასრულებული მშენებლობით დედაქალაქი ლიდერობს. მეორე ადგილზე კახეთია 89 შენობით, მესამეზე კი 62 შენობით ქვემო ქართლი და მცხეთა მთიანეთი მოხვდნენ.
პირველ კვარტალში სულ 390 629 კვ.მ-ის მშენებლობა დასრულდა.
რეგიონების მიხედვით სურათი ასე გამოიყურება:
თბილისი - 253 163 კვ.მ
აჭარის ა/რ - 6 328კვ.მ
გურია - 47 263კვ.მ
იმერეთი - 11 111კვ.მ
კახეთი - 18 273კვ.მ
მცხეთა - მთიანეთი - 20 229კვ.მ
რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთი - 577კვ.მ
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8 860კვ.მ
სამცხე ჯავახეთი - 8 662კვ.მ
ქვემო ქართლი - 6 051კვ.მ
შიდა ქართლი - 10 112კვ.მ