საქსტატი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ხარჯებს დაითვლის. უწყება მშენებობის ინდექსის ყოველკვარტალურად გამოქვეყნებას გეგმავს. როგორც bm.ge-ს საქსტატიდან ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა გიორგი თეთრაულმა განუცხადა, აღნიშნული ინდექსის საშუალებით შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ როგორც იცვლება მშენებლობის ხარჯების დროში. ხარჯების სტრუქტურის დამუშავება 5 ძირითადი კომპონენტის მიხედვით მოხდება: 1. სამშენებლო მასალების ფასები, 2 ხელფასები, 3. მანქანა დანადგარების ფასები, 4. ტრანსპორტირების, წყალმომარაგების და გაზის დანახარჯები და 5. სხვა ხარჯები.
"ამ კატეგორიების მიხედით შევაგროვებთ ფასებს, მაგალითან ერთ კვარტალში რა ღირდა ბეტონი, ან ცემენტი, როგორი იყო ხელფასები და ასე შემდეგ, წინა კვარტალთან შედარება კი საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სურათი, თუ როგორ იცვლება მშენებლობის ხარჯები", - განაცხადა თეთრაულმა. მისი თქმით, ასეთი სტატისტიკის არსებობა სასარგებლო იქნება, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და შიდა მოხმარებისთვის.
პირველად მშენებლობის ინდექსი ივნისის თვეში გამოქვეყნდება და ის 2018 წლის 1 კვარტლის მდგომარეობას ასახავს. მონაცემები მსხვილი სამშენებლო კომპანიების ხარჯთაღრიცხვას დაეყრდნობა.