მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატის საბჭოს 3 ახალი წევრი ეყოლება

5b1f9147cc374
თამუნა დემეტრაშვილი
12.06.18 13:23
731
საქსტატის საბჭოს 3 ახალი წევრი ეყოლება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატების შესახებ იმსჯელა და მხარი დაუჭირა. 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეული 4 კანდიდატურა წარადგინა მთავრობის საპარლამენტი მდივანმა. ფარული კენჭისყრის შედეგად კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მარინე მინდორაშვილის, ირაკლი აფხაიძისა და სიმონ გელაშვილის კანდიდატურებს, ხოლო ოთარ ანგურიძის კანდიდატურას კი მხარი არ დაუჭირეს. პრეტენდენტების კანდიდატურებს დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარული სხდომა განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები