მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

სარაკეტო თავდასხმა კიევში - არის მსხვერპლი

თამთა ჯიჯავაძე
26.06.22 10:18
5043
კიევში რუსულმა მხარემ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. როგორც ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამზე“ წერს, აფეთქება უკრაინის დედაქალაქის შევჩენსკოვსკის უბანში მოხდა.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამაშველო სამსახური ადგილზე იმყოფება. მოსახლეობის ევაკუაცია ორი კორპუსიდან განხორციელდა“, - აცხადებს კლიჩკო.

როგორც უკრაინული მედია წერს, არის მსხვერპლი - დაიღუპა ორი ადამიანი. ასევე მაცხოვრებლების ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.