მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია

5b33a24206d82
BM.GE
27.06.18 18:41
1453
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფთან“ ახლოს, თურქეთის მხარეს, კერძოდ, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერის შედეგად ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებითი შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე, ქვეითთა გადაადგილება.

დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, მოძრაობა აღდგება და სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები