მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოსთვის მთავარი გამოცდაა"

5b163bb3abbac
მაია ბიწაძე
05.06.18 11:27
680
"იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო“, - ამის შესახებ "საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოსა და სომხეთში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, მარკ პრიტჩარდმა განაცხადა.

"არაერთი ბრიტანული ბიზნესი იწარმოება დღეს საქართველოში და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ბიზნეს საქმიანობა აბსოლუტურად უსაფრთხოა და დაცულია მთავრობის ჩარევისაგან. მაგრამ, საქართველომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს თავისი ეკონომიკური კურსის განავითარება, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი რეფორმების გატარება. ეს არის რეფორმები იუსტიციის მიმართულებით, სამართლის მიმართულებით, ამ მომენტისათვის სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი. ჩემი აზრით, სასამართლო აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე და იღებდეს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან კარგი, წინგადადგმული ნაბიჯი, თუკი ამ რეფორმებს განახორციელებს მთავრობა. ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდა წინა მთავრობებისთვის და მნიშვნელოვან გამოცდად რჩება ამ ხელისუფლებისთვისაც", - განცხადა მარკ პრიტჩარდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები