მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი კორონავირუსის გამო პილიგრიმობას კრძალავს

5ef2e6db37366
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.20 10:44
1750
საუდის არაბეთი კორონავირუსის გამო პილიგრიმობას კრძალავს. 2020 წელს საუდის არაბეთის გარეთ მცხოვრებ მუსლიმებს მექასა და მედინაში ჰაჯის შესრულება არ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუსლიმების წმინდა ქალაქის მონახულებას მხოლოდ საუდის არაბეთში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ, თუმცა მათი რაოდენობაც შეზღუდული იქნება. ზაფხულში მექას და მედინას დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

საუდის არაბეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 161,005 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1,07 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ კარანტინი გასულ კვირას მოიხსნა. აღსანიშნავია, რომ მექა და მედინა დაკეტილი იყო მუსლიმებისათვის წმინდა თვის, რამადანის განმავლობაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები