საუდის არაბეთი ზრდის ნავთობის მოპოვებას დაახლოებით 2 წელს გაგრძელებული შემცირების შემდეგ. ნათქვამია The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც გამოცემის წყაროები (ოფიციალური პირები) აღნიშნავენ, მაისში ქვეყანაში ნავთობის მოპოვება გაიზარდა დაახლოებით 100 ათასი ბარელით/დღეში. მან მიაღწია დაახლოებით 10 მლნ ბარელს/დღეში. მიმდინარე თვეში იგეგმება მაჩვენებლის კიდევ 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდა.
"მოცემული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ბაზარზე შეშფოთების შემცირებას", - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის შეფასებით, "ოდენობა, რომლითაც გაზრდილია ნავთობის მოპოვება, არ წარმოადგენს დიდ ოდენობას საუდის არაბეთის სტანდარტების მიხედვით.
როგორც ცნობილია, წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობამ სთხოვა საუდის არაბეთსა და ოპეკის რამოდენიმე სხვა წევრ ქვეყანას ნავთობის მოპოვების ოდენობის გაზრდა დაახლოებით 1 მლნ ბარელითღ/დღეში.
Oilnews