მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო ქვეყნები სამუშაოდ

5bc0ab3aeebef
ნინი თურქია
12.10.18 18:18
2860
შცვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები და ჰონგ - კონგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალით გამოირჩევა. ემიგრანტების საშუალო ხელფასი შვეიცარიაში $202 900 დოლარს, აშშ-ში $185 100-ს, ხოლო ჰონგ კონგში - $178 700 დოლარს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
HSBC-ის ემიგრანტთა ცხოვრების დონის მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სინგაპური საუკეთესო სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად სახელდება მსოფლიოში. იგი ამ პოზიციას ოთხი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. შვეიცარია ამ სიაში მერვე პოზიციაზეა, რაც ბავშვის აღზრდის მაღალი ხარჯებითა და მეგობრების შეძენის სირთულით არის განპირობებული.

HSBC Expact-ის მმართველის ჯონ გოდარდის განცხადებით, „მსოფლიოს ყველაზე პატარა სახემწიფო - სინგაპური ემიგრანტებს სთავაზობს ყველაფერ იმას, რაც მათ შეიძლება ისურვონ“.

კულტურული, ფინანსური და პროფესიული შესაძლებლობების მატების მიუხედავად, 22 318 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლა ქალთა შემოსავალს დაახლოებით 27%-ით ზრდას განაპირობებს მაშინ, როდესაც მათი თანამშრომელი მამაკაცების შემოსავალი 47%-ით იზრდება. ამის შესახებ Bloomberg-ი საუბრობს და მათივე განცხადებით, ქალთა წლიური შემოსავალი $42 000 დოლარით ნაკლებია მამაკაცთა წლიურ შემოსავალზე.















გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები