1-ლი მარტიდან უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული ხდება სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის სრული პერიოდისას დააზღვიოს. ამას გარდა სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება ბაზრობების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და ავტოგასამართი სადგურების მფლობელებისთვის. სადაზღვევო ინდუსტრიას საინტერესო წელი ელოდება 2018 -ში.
სტუმარი: პაატა ლომაძე - "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი