თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge წარიმართება. პროექტის ფარგლებში წელს თბილისში 40 ბაღი იმუშავებს და მომსახურებას 13 ათასი აღსაზრდელი მიიღებს.
რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება, რაც შეეხება ვადებს, თბილისში საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელები მომსახურებას 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით მიიღებენ.