იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის დაგეგმილი ნაწილობრივი სუბსიდირება. ეს უკანასკნელი კი, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი შერბილების ტოლფასია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-ით განსაზღვრას ეხება.
"წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით შერეულ სიგნალებს იძლევა. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აპრილში წლიურად 16.6 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა, თუმცა წლიური ზრდის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მაღალი წლიური ზრდა, რაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამავე დროს, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის კვალდაკვალ, საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. ჯამურად, ეს ფაქტორები ნიშნავს, რომ ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი კლების მასშტაბთან დაკავშირებით საკმაო გაურკვევლობა არსებობს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად აისახება მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის დაგეგმილი ნაწილობრივი სუბსიდირება. ეს უკანასკნელი კი, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი შერბილების ტოლფასია", - აცხადებენ სებ-ში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.
სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:
● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.
სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:
● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.