მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საბჭოში ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი პირები ინიშნებიან - რომან გოცირიძე

გოცირიძე
03.02.25 16:25
1838
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, სებ-ის საბჭოს წევრობის 4 ახალი კანდიდატი, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა დღეს პარლამენტს წარუდგინა ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებებისადმი მორჩილებით გამოირჩევიან.

დღეს მიხეილ ყაველაშვილმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად - ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე წარადგინა.

"ეროვნული ბანკის საბჭო ოთხი ახალი წევრით შეივსება. ყველა ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელი ან ყოფილი მინისტრია. არცერთი გარედან. ფაქტობრივად, მორჩილებითა და ივანიშვილის დავალებების შესრულებით გამოცდილი პირები დაინიშნება.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი გახდება. ეროვნული ბანკი “ქართუს” კანტორად გადაიქცა", - აცხადებს რომან გოცირიძე.

ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

შესაბამისად, ამჟამად საბჭო მხოლოდ 5 წევრისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები