მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სესხების შესაძლო შეზღუდვაზე ბევრი კითხვები გვაქვს"

5ad9b14ec10d5
თამუნა დემეტრაშვილი
20.04.18 13:21
759
"სამომხმარებლო სესხების გაცემის შესაძლო შეზრუდვასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები გვაქვს და ამ თემაზე ეროვნულ ბანკთან აქტიურად ვმუშაობთ“, - ამის შესახებ თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით, არის რისკი, რომ ბანკების შეზღუდვით ისეთი სესხების გაცემისას სადაც შემოსავალის დადასტურება არ ხდება, ის სხვა სექტორში გადავიდეს.

"არიან ადამიანები, ვისაც ასეთი ტიპის სესხები უნდათ, მაგრამ თუ ბანკებში მათი გაცემა შეიზღუდა, ის შეიძლება გადავიდეს სხვაგან და არ ვიცი რას მივიღებთ. ჩვენთან პირობითადა 12%-იან სესხს, სხვა სექტორში 60-70%-იანი სესხი შეესაბამება, სხვაობა უზარმაზარია", - განაცხადა შაგიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ.

შეგახსენებთ, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე საუბრისას, დღის წესრიგში დადგა ისეთი სესხების გაცემის შეზღუდვა, როდესაც შემოსავლის ოფიციალურად დადასტურება არ ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები