მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

სგსს-ს "სამზითვო" ვეფხისტყაოსნების ბეჭვდა 89 000 ლარი უჯდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი შემოსავლებით, "სამზითვო" ვეფხისტყაოსნებს ყიდულობს. ახალდაქორწინებული წყვილებისთვის ამ საჩუქრის გადაცემა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივას წარმოადგენს. 

მინისტრის ამ ინიციატივის განსახორციელებლად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 8 მაისს გამოაცხადა ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 112,500 ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული 10 ივლისს გამოვლინდა. წიგნების ბეჭდვის ღირებულება 89,460 ლარს შეადგენს.

„ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა ყოველ ახალდაქორწინებულს, მხოლოდ საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სულ 4,500 ცალ ვეფხისტყაოსანს ყიდულობს.

ამავდროულად, იუსტიციის სამინისტრო ქორწინების რეგისტრაციისას ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციისთვის ახალ უნიფორმებს გამოიყენებენ.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები