მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან საქართველომ 3 მილიარდი მ3 გაზი მოიხმარა

გაზი

შარშან ქვეყანაში გაზის მოხმარება თითქმის უცვლელი დარჩა და 3 მლრდ მ3-ს გადააჭარბა. 2024 წელსაც ქვეყანამ ტრადიციულად თითქმის სრულად იმპორტირებული გაზი მოიხმარა.

გაზის მოხმარება რომ არ გაიზარდა ამის ერთ-ერთი მიზეზი თბოსადგურები გახდა, რომელიც შარშან მთავრობამ ნაკლები დატვირთვით ამუშავა. შედეგად, მნიშვნელოვნად წლიურად 18%-ით შემცირდა მათი გენერაცია, რაც გამოწვეული იყო გაზრდილი იმპორტით და ჰიდრო გენერაციით და ექსპორტის შემცირებით.

შარშან ქვეყანამ ჯამში 400 მლნ დოლარამდე ღირებულების გაზი იყიდა რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. აქედან 145.7 მლნ დოლარის ღირებულების გაზი რუსეთიდან ვიყიდეთ, 254.1 კი აზერბაიჯანიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები