მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეღავათიანი აგროკრედიტით" კახეთში 700 მლნ ლარის და $84 მლნ დოლარის სესხია გაცემული

5bd38f9d658dd
თელარა გელანტია
27.10.18 10:26
869
სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, კახეთში 700 000 000 ლარის და $84 000 000 დოლარის სესხი გაიცა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა.

მათივე ცნობით, ჯამში, კახეთში 14,789 სესხი არის გაცემული.

შეგახსენებთ: სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, 1,173,517,581 ლარის და 247,429,269 დოლარის 31,761 სესხია გაცემული.

Bm.ge-ის კითხვაზე - როგორ ზომავენ პროექტის ეფექტიანობას, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ეფექტიანობის საზომ ინდიკატორებს პროგრამის შესახებ არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგენს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა არის აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება და ქვეყანაში არსებული აგრო კრედიტების ჯამური პროტფელის ზრდა; შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას და სამეწარმეო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის სოფლად დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, საქართველოში წარმოებული აგროპროდუქციის რაოდენობრივ ზრდას, კონკურენტუნარიანი, მაღალხასირხიანი პროდუქციის გამოშვებას, სასურსათო უსაფრთხოების მაღალ დონეს და ექსპორტის ზრდას“, - განმარტეს სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები