მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SHELL-ის განცხადებით, კომპანია $2-მილიარდიან ფინანსურ ზარალს დააფიქსირებს

Shell

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის, ბრიტანული Shell-ის პროგნოზით, კომპანია $2-მილიარდიან ზარალს დააფიქსირებს. აღნიშნული ზარალი ორი მეგაპროექტის, როტერდამის ბიოსაწვავის ქარხნის და სინგაპურის ნავთობგადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობის გაჩერებას უკავშირდება.

თუ სინგაპურში საწარმოს გაჩერების იდეა ჯერ კიდევ მაისში გაჟღერდა, როტერდამის ბიოსაწვავის ქარხნის მშენებლობის დროებითი დაპაუზება ინვესტორებისთვის სიახლე იყო, რადგან ამ ქარხანაში წლიურად 820,000 მეტრული ტონა ბიოსაწვავის წარმოება იყო დაგეგმილი. როგორც Shell-ში ამბობენ, პროექტების გაჩერება ბაზარზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

თუმცა ამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, Shell-ის ხელმძღვანელობა კიდევ ერთ პრობლემაზე აპელირებს, რომელიც კომპანიის ტრეიდინგის დეპარტამენტის არადამაკმაყოფილებელ შედეგებს უკავშირდება. შემოსავლის მოსალოდნელ შემცირებას, ამ კუთხით, Shell-ში სეზონურობას მიაწერენ.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული Shell-ი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $231 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, Shell-ი მსოფლიოში 50-ე ადგილს იკავებს, ნავთობის ინდუსტრიაში კი ბრიტანული კომპანია საპატიო მე-5 ადგილს დასჯერდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები