შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს სამის ნაცვლად 4 მოადგილე ეყოლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
დადგენილება, რომლის მიხედვითაც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეების რიცხვი განისაზღვრა, ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა.
ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის განმსაზღვრელ დოკუმენტში მითითებულია, რომ თავმჯდომარეს 3 მოადგილე ჰყავს. შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან რაზმაძის მოადგილეების პოსტს ამჟამად იკავებენ: ზაზა ნანობაშვილი, კახა დემეტრაშვილი და გელა გელაშვილი.
უწყებაში ჯერჯერობით არ განმარტავენ, რა მიზეზით მოხდა შესყისდვების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის მოადგილის ვაკანსიის დამატება. აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციის მოწყობას უწყება მომდევნო კვირებში გეგმავს. უცნობია ასევე, ვინ დაიკავებს შესყიდვების სააგენტოს მეოთხე მოადგილის პოსტს.