მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

5b475297470f9
თამუნა დემეტრაშვილი
12.07.18 17:06
736
"აეროპორტების გაერთიანების" მიერ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. დღეს ბოლო ვადა იყო, როცა შიდა ფრენებით დაინტერესებულ ავიაკომპანიებს საკუთარი განაცხადები უნდა წარედგინათ, თუმცა დაინტერესება არავინ გამოხატა, შესაბამისად შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, ტენდერს მიენიჭა სტატუსი "არ შედგა".

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მგზავრთა გადაყვანა ერთი, არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი, არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით უნდა უზრუნველეყო და სულ 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით 2248 რეისი,საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი უნდა შეესრულებინა. ჯამში შიდა რეისების სუბსიდირებისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში 49,6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები