შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტს აქამდე აკაკი მაჭუტაძე იკავებდა, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორი გახდება. შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს კი კახა სამხარაძე იკავებდა რომელიც სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლებს.
აკაკი მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის მხარეში გუბერნატორად 2013 წელს დაინიშნა. რაც შეეხება კახა სამხარაძეს, ის შიდა ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორად 2017 წელს დაინიშნა.