შინამეურნეობების რეალური საშუალო თვიური შემოსავლები 18.8%-ით გაიზარდა
2017 წლის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" შედეგების მიხედვით, ბოლო 2 წლის განმავლობაში შინამეურნეობების რეალური შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2015 წელს ნომინალური ყოველთვიური შემოსავალი 608.9 ლარს შეადგენდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 771.9 ლარამდე გაიზარდა, რაც 26.8%-იან ზრდას ნიშნავს. შინამეურნეობების საშუალო თვიურ შემოსავალში ხელფასს ყველაზე დიდი წილი - 52.2% უკავია; მას მოსდევს სოციალური ტრანსფერი (22.4%); თვითდასაქმება (19.1%) და ისეთი კომპონენტები, როგორიცაა მაგალითად ქირა ან კერძო ფულადი გზავნილები 7.0%. კვლევის წინა ეტაპზე მიღებულ მაჩვენებელთან შედარებით, შინამეურნეობების რეალური თვიური შემოსავალი 18.8%-ით არის გაზრდილი