მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექტორები კამერებით აღიჭურვებიან

5acf5f686f615
ელენე გოგბერაშვილი
12.04.18 20:00
1086

 "შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონი მთავრობამ გასულ თვეში დაამტკიცა, თუმცა იმისთვის, რომ კანონის აღსრულება მოხდეს, 3 თვის ვადაში 5 კანონქვემდებარე აქტია შესამუშავებელი. მათ შორის უნდა დადგინდეს იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სექტორების ნუსხა, რომელსაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, იმისთვის, რომ გამჭვირვალედ და ობიექტირად მოხდეს კანონის აღსრულება, ძლიერდება შრომის ინსპექციის აპარატი. ელზა ჯგერენაიას განმარტებით, იზრდება შრომის ინსპექტორების  რაოდენობა, ასევე დაგეგმილია ინპექტორების შესაბამისი აპარატურით აღჭურვა.

"ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მათი აღჭურვა მოხდეს ე.წ "ბოდი კამერებით". ეს გამჭვირვალეს გახდის ინპექტირების პროცესს და ყველა ინსპექტირება, რომელიც იქნება გეგმიური თუ დაუგეგმავი, იქნება ჩაწერილი და იქნება შესაბამისი სოფტის პროგრამის  გზით, ცენტრალურ ბაზაში ასახული. იმისათვის, რომ არ მოხდეს გარკვეულწილად მისი დაკორექტირება. ეს არის წელს დაგეგმილი ჩვენი აქტივობა, გარდა ამისა ვგეგმავთ მანქანების შეძენას და ინსტრუმენტების შეძენას, ეს ინსტრუმენტები ეხება იმას, რაც ვიზუალურად არ ჩანს, მაგალითად მტვერი რა კონცენტრაციით არის ჰაერში, ეს არის მზომი ხელსაწყოები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უფრო ობიექტური სურათი დაიდოს", - განმარტავს ელზა ჯგერენაია.

ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს 25 ინსპექტორი ჰყავს. ჯგერენაიას თქმით, დაგეგმილია მათი 15-ით გაზრდა. ჯამში უწყება ახლო მომავალში სისტემის 80 ინსპექტორით დაკომპლექტებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები