შსს-ს მომსახურების სააგენტო ახალი საგამოცდო ავტომანქანების შეძენას გეგმავს. ამ მიზნით უწყებას 1,4 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, რითიც ჯამში 37 ავტომობილი უნდა შეიძინონ.
სატენდერო პირობების მიხედვით, 23 ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით უნდა იყოს, 14 კი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. სხვა ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ყველა მათგანი 2018 წელს იყოს გამოშვებული და აუცილებლად თეთრი ფერის. წინადადებების მიღება ტენდერში მონაწილეობისთვის 11 ივნისს იწურება, გამარჯვებულმა კომპანიამ კი ავტომანქანები შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მიაწოდოს.