მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს ოპტიკურ ქსელს შესაძლოა Silknet მოემსახუროს

5afc453a87f5e
თამუნა დემეტრაშვილი
16.05.18 18:49
872
შსს-ს ოპტიკურ ქსელს შესაძლოა Silknet (სილქნეტი) მოემსახუროს. კომპანია უწყებას პროექტის განხორციელებას 25,8 მილიონ ლარად სთავაზობს, რაც ტენდერის თავდაპირველ ღირებულებაზე 112 ათასი ლარით ნაკლებია.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2094 წერტილის (ე წ. ჭკვიანი კამერების) ოპტიკური ქსელით მომსახურება უნდა უზრუნველყოს. წერტილების ქსელში ჩართვა 4 ეტაპად უნდა მოხდეს და 2019 წლის ივლისამდე დასრულდეს. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ქსელის ექსპლუატაცია და მომსახურება 2023 წლის ბოლომდე უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ მარტში გამოცხადებული პირველი ტენდერი სამი პრეტენდენტის მიერ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულმა ტექნიკური ხასიათის შეკითხვებმა განაპირობა. დაზუსტების შემდეგ, ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ფასი კი 20 მილიონიდან 26 მილიონამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე ,,სილქნეტის“ მიერ წარდგენილი წინადადების შეფასება მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები