მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს თანამშრომლებისთვის ბინებს ბათუმშიც ააშენებს

5b9fc91744485
თამუნა დემეტრაშვილი
18.09.18 09:20
1042
შსს თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ბათუმშიც გეგმავს. უწყებამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით 7 მილიონად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ფულით, ბათუმში, ადლიას ქუჩაზე, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. სატენდერო პირობების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ სამინისტრო თანამშრომლებისთვის ბინების აშენებას გეგმავს გლდანსა და რუსთავშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები