ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, 2017 წელს შტატებს სიმინდისა და სოიოს რეკორდულად დიდი მოსავალი ჰქონდა. ფერმერებს უჩვეულოდ ბევრი მარცვლეულის დაბინავებაც კი გაუჭირდათ, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი მოსავალი მეტ ფინანსურ შემოსავალს არ ნიშნავდა. პოლიტიკის, საერთაშორისო შეთანხმებების პირობებისა და ფასების ცვლილებამ ფერმერებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.