ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაწეული ხარჯები 35%-ით შემცირდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, 2014-2017 წლებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზე ჯამში 123 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათ შორის:
2014 წელს - 37 227 491 მლნ.
2015 წელს - 34 910 748 მლნ.
2016 წელს - 26 828 921 მლნ.
2017 წელს - 24 185 590 მლნ.
ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის, ხოლო ყველაზე ნაკლები აჭარის სკოლების რემონტისთვის გამოიყო. შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარხული თანხები გაიზარდა, დანარჩენ რეგიონებში კი - შემცირდა.