სოკარი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით კარბამიდის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Azernews ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, კარბამიდის საწარმოს დირექტორი, ხაიალ ჯაფაროვი აცხადებს, რომ Socar არ ერიდება სასუქის ბაზარზე მაღალ კონკურენციას, რადგან საწარმოები რუსეთსა და თურქმენეთშიც შენდება.
"ჩვენი მთავარი ბაზარი თურქეთია. კვლევების ჩატარების პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ თურქეთის მთავარი მიმწოდებლები ეგვიპტე და ნაწილობრივ რუსეთიც არიან. ამიტომ ჩვენ საკმაოდ დიდი უპირატესობა გვაქვს ლოჯისტიკის კუთხით. გარდა ამისა, 2020 წლის შემდეგ მოთხოვნა სასუქზე მთელს მსოფლიოში გაიზრდება’’ - განაცხადა ჯაფაროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზა გაცილებით დააჩქარებს ტვირთების გადაზიდვას აზერბაიჯანიდან თურქეთსა და საქართველოში.
Azernews-ის მიხედვით, მსოფლიოში კარბამიდზე მოთხოვნა ყოველწლიურად 650 000 - 660 000 ტონას შეადგენს. დაახლოებით 150,000- 200,000 ტონა კარბამიდი იქნება გათვლილი შიდა ბაზრის მომარაგებისთვის, დანარჩენი კი თურქეთსა და საქართველოში განაწილდება.