მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ 2-წლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა

63a1d8cade93f
BM.GE
20.12.22 20:00
551
თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ" სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ 2-წლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა დავით დოლიძემ განაცხადა,რომ 2020-2022 წლის მონაცემებით, „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ სოციალური მუშაკების ვიზიტი, 70 000-მდე ოჯახში განხორციელდა. მათგან 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე კი 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება.

„ჩვენი სააგენტოს საქმიანობა მთლიანად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ორი წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკები გავანაწილეთ დედაქალაქის მასშტაბით 30 ოფისში (ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე), ისინი ოჯახებში ვიზიტებს ახორციელებენ, რათა დაადგინონ ბავშვის და მისი ოჯახის საჭიროებები; განსაზღვრონ რისკები და ასეთის არსებობის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები; იმუშაონ ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ამისა, იმართება საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლებთან, ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება; სოციალური მუშაკების მიერ, სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ოჯახებთან კონსულტაციის საფუძველზე, 180-მდე ოჯახი რაიონულ გამგეობაში გადამისამართდა“, - განაცხადა დავით დოლიძემ.

ორდღიანი კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის - „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ (Enhancing Healthcare Provision in Georgia's Penitentiary System) ფარგლებში მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები