სოფლების გაზიფიცირებისთვის 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
გაზის ტრანსპორტირების კომპანია სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების ახალ ეტაპს იწყებს. ჯამში მოსახლეობის გაზიფიცირებაზე 25 მილიონამდე ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით სხვადასხვა ღირებულების 14 ტენდერი გამოაცხადა. მოსახლეობის გაზიფიცირება სულ 10 რაიონის 40-მდე სოფელში იგეგმება. კერძოდ, თერჯოლის, წყალტუბოს, ბოლნისის, დედოფლისწყაროს, სენაკის, ლაგოდეხის, ლანჩხუტის, ჩოხატაური, გორისა და დუშეთის რაიონის სოფლები. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 3-5 თვეში უნდა დაასრულონ.