მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა აღდგენილია

5add89d49a778
მეგი კავთუაშვილი
23.04.18 11:22
534
ამ დროისთვის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. სომხეთის მხარეს შეკრებილი დემონსტრანტების მიერ გზის გადაკეტვის გამო ტრანსპორტი საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ გადაადგილდებოდა.

„გუშინ ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სომხეთის მხარეს შეკრებილ ადამიანებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის გამოც საბაჟომდე გადაადგილება გაჭირდა ავტო-სატრანსპორტო საშუალებებით. საბაჟო მუშაობდა 24/7 -ზე რეჟიმში, თუმცა მგზავრები ვერ გადაადგილდებოდნენ. წუხელ ღამეს უკვე ეს შეფერხება მოიხსნა.“ - განუცხადეს bm.ge-ს შემოსავლების სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები