მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sony-მ ევროპაში PS5-ის ფასი გაზარდა

Sony PS5 Pro

იაპონურმა Sony-მ ევროპაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში მისი ფლაგმანური სათამაშო კონსოლის, PlayStation 5-ის ფასები გაზარდა.

ციფრული PS5-ის საწყისი ფასი ევროპაში €499.99 იქნება, როცა გაერთიანებულ სამეფოში კონსოლი £429.99-დან გაიყიდება. ევროპაში ფასმა €50-თი იმატა, როცა ბრიტანეთში ფასის მატებამ £40 შეადგინა. აგრეთვე გაძვირდა კონსოლის მძლავრი მოდელი PS5 Pro, როცა ჩვეულებრივი PS5-ის ფასი უცვლელად შენარჩუნდა.

როგორც Sony-ში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებულ რთულ და გაურკვეველ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება, რაც ინფლაციურ მოლოდინებს და სავალუტო მერყეობას ზრდის. იაპონური კომპანიის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ წამოწყებულ ე.წ. “სავაჭრო ომთან”, რადგან ტარიფები, როგორც ცნობილია, ინფლაციას აჩქარებს.

ექსპერტების ვარაუდით, ევროპის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის შემდეგ, პროდუქტებზე ფასების გაზრდა Sony-ის გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები