კომპანია Sony 2040 წლისთვის 100%–ით გადავა განახლებადი ელექტროენერგიის მოხმარებაზე.
Cnbc-ის ინფორმაციით კომპანია RE100–ის სხვა წევრებთან ერთად ამერიკასა და ჩინეთში განახლებადი ენერგიის ბაზრის გაძლიერებაზე მუშაობს, რათა ენერგიის სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს, იაპონიასა და ტაილანდში კი სონი პანელების დამონტაჟების პროცესშია ჩართული.
„ განახლებადი ენერგია არის ჩვენი მომავალი, სონი ვითარდება და სასურველია კომპანიამ თავისი ოპერაციების 100% განახლებად ელექტროენერგიაზე გადაიყვანოს.“ განაცხადა The Climate Group–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენ კლარკსონმა.
კომპანიას ასევე აქვს საკუთარი პროექტი სახელწოდებით მწვანე მენეჯმენტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს გამოიყენოს განახლებადი ენერგია და შეამციროს გარემოში CO2–ის გამოყოფა.
RE100 ინიციატივას სონის გარდა შეუერთდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Facebook, Google, Microsoft და სხვები.