მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sotheby's აუქციონზე იყიდება ფიროსმანის ნახატი შტეფან ცვაიგის კერძო კოლექციიდან

5bdd8b76ec24c
BM.GE
03.11.18 15:43
4771
27 ნოემბერს ლონდონში, სოთბის აუცქციონის სახლში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის - “ქალი ლეჩაქით” აუქციონი შედგება. ნახატის სავარაუდო ღირებულება $650-900 ათასია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქართველი მხატვარი რუსულ სექციაში არის წარმოდგენილი.

Sotheby's ვებგვერდის მიხედვით “ქალი ლეჩაქით” წლების განმავლობაში ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კერძო კოლექციაში ინახებოდა.

Sotheby's ვებგვერდის მიხედვით, ავსტრიელი მწერალი შტეფან ცვაიგი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას 1928 წელს, მოსკოვში ვიზიტის დროს გაეცნო. მან ფიროსმანის ნახატები ტრეტიაკოვის გალერიაში ნახა. ცვაიგმა აღნიშნული ნახატი ვიზიტის დროს შეიძინა. ის 1934 წლამდე ზალცბურგში, მის სახლში ეკიდა, შემდგომში კი მწერალმა ის ლონდონსა და ნიუ-იორკში წაიღო. მწერლის გარდაცვალების შემდგომ 1953 წელს მისმა მეუღლემ მარია ცვაიგმა ნახატი ამერიკელ მთარგმნელს ჰარი ზონს აჩუქა. თავად ზონმა ნახატი უსასყიდლოდ გადასცა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ის 1981 წლიდან დღემდე ბიბლიოთეკის შტეფან ცვაიგის ოთახში ეკიდა.

"ქალი ლეჩაქით" - ნიკო ფიროსმანი


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები